Aa Aa
26 სექტემბერი 2021  |  08:30

რთული ბრძოლა და დვალიშვილის ზედიზედ მე-7 გამარჯვება

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-9 ბრძოლა გამართა და ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიელი მერლონ მორაეში დაამარცხა.

პირველ რაუნდში მერაბი მარცხს გადაურჩა, როცა მორაეში ნოკაუტით მოგებასთან ახლოს იყო. ამის შემდეგ დვალიშვილმა ბრძოლაში დაბრუნება შეძლო, მეტოქე პარტერში გადაიყვანა, რაც მეორე რაუნდში უკეთ გამოიყენა და საბოლოო გამარჯვებასაც მიაღწია.

"დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებ. მან ზედიზედ 2 ბრძოლა დათმო, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. მარტივი ბრძოლა არ იქნება და კონცენტრირებული პირველი წამიდან შეხვედრის ბოლო წამამდე ვიქნები".

- ამბობდა დვალიშვილი ბრძოლამდე და როგორც ვხედავთ თავისი სიტყვა შეასრულა კიდეც.

ამ გამარჯვების შემდეგ, მოსალოდნელია. რომ მერაბ დვალიშვილი რეიტინგში წინ წაიწევს და მოწინავე ათეულს შეუერთდება.

ქართელი ამჟამად მე-11 პოზიციაზეა, მისი მეტოქე მორაეში კი მე-6 ადგილს იკავებს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage