ბოლქვაძემ ჩილელი დაამარცხა და კვალიფიკაციის ფინალშია
Aa
Aa

ბოლქვაძემ ჩილელი დაამარცხა და კვალიფიკაციის ფინალშია

WTA ჩიკაგო 2-ის ტურნირის კვალიფიკაციის ნახევარფინალში მარიამ ბოლქვაძემ ჩილელი ბარბარა გატიკა ორ სეტში 6:2, 6:1 დაამარცხა.

ფინალში ქართველის მეტოქე რუსი ანა კალინსკაია იქნება. შეხვედრა 26 სექტემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ბოლქვაძის ბოლოდროინდელი წარმატებებიდან აღსანიშნავია გასულ ზაფხულში ყაზახეთში, ნურ-სულთანის საერთაშორისო ტურნირზე, ''პრეზიდენტის თასზე'' ასპარეზობა. მან ფინალში რუსი ვალერია სავინიკი სამ სეტში 4:6, 6:3, 6:2 დაამარცხა. პირველი სეტი ქართველის მარცხით დასრულდა, თუმცა შემდეგ უპირატესობა მოიპოვა, შემდეგი ორი სეტი დამაჯერებლად მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა.

ამჟამად მარიამ ბოლქვაძე მსოფლიოს 188-ე ჩოგანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები