ისტორიული ფაქტი: მოციგურავეთა მეოთხე ლიცენზია ზამთრის ოლიმპიადაზე
Aa
Aa

ისტორიული ფაქტი: მოციგურავეთა მეოთხე ლიცენზია ზამთრის ოლიმპიადაზე

ფიგურულ ციგურაობაში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მეოთხე ლიცენზია მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა მოიპოვა.

ობერსდორფში კაზაკოვა-რევიას წყვილმა რითმული ცეკვა წარმოადგინა და 17 ქვეყნის 20 მონაწილეს შორის 66,95 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა, თავისუფალ პროგრამაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ კი 106,25 ქულით მხოლოდ ერთ კონკურენტს ჩამორჩა. მათ საერთო ჯამში 173, 20 ქულა მოიპოვეს, საუკეთესო სამეულში მოხვდნენ და ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მოიპოვეს.

ისტორიაში პირველად საქართველოს ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული სრიალის ოთხივე დისციპლინაში ჰყავს წარმომადგენელი.

მოგეხსენებათ, კაზაკოვა-რევიას წყვილის გარდა ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზია კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა მოიპოვა, ხოლო ინდივიდუალურ დისციპლინებში ლიცენზიის მფლობელები მორის ყვითელაშვილი და ალინა ურუშაძე გახდნენ.

შეგახსენებთ, კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ ორი პროგრამის ჯამში 178, 16 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს და მათ პენიკის ოლიმპიადაზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები