ბრწყინვალე გამოსვლა: გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

ბრწყინვალე გამოსვლა: გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

ზაგრების გრან პრის 81 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ტატო გრიგალაშვილი ბრაზილიელ გილერმე შმიდტს დაუპირისპირდა. ქართველმა სამხრეთამერიკელი ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე სამივე შეხვედრა იპონით მოიგო. გრიგალაშვილი ტურნირში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და მოლდოვის წარმომადგენელი ნიკონ ზაბოროსკიუსს იპონით 11 წამში სძლია. მეოთხედფინალში მისი მეტოქე ფრანგი ბაპტისტ პიერე სეოი-ნაგეთი იყო, ეს შეხვედრაც იპონით მოიგო.

რაც შეეხება ნახევარფინალურ დაპირისპირებას, ქართველმა ნიდერლანდელი ჯიმ ჰეიჯმანი 33 წამში იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ზაგრების გრან პრი გრიგალაშვილისთვის პირველი ტურნირი იყო. მას ოლიმპიადაზე მედლის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, ბელგიელ მატიას კასესთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები