Aa Aa
25 სექტემბერი 2021  |  00:47

ზედიზედ მე-3 ტიტულთან ახლოს - გორგოძე ფინალში დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ესპანეთში, კერძოდ კი ვალენსიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, წყვილთა თანრიგში ფინალურ შეხვედრაში მარცხი განიცადა.

გორგოძე ბრაზილიელ ლაურა პიგოსთან ერთად ასპარეზობდა, ფინალში კი ესპანელ ალიონა ბოლშოვა ზადოინოვასა და ვენესუელელ ანდრეა გამიზს დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა 1 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა და ესპანურ-ვენესუელური წყვილის გამარჯვებით 6:3, 6:4 დასრულდა.

პირველი სეტის დათმობის შემდეგ, გორგოძემ და მისმა მეწყვილემ მეორე სეტი დამაჯერებლად დაიწყეს და 4:2-საც იგებდნენ, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და საბოლოოდ დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, წყვილთა თანრიგში ეკო გორგოძემ ზედიზედ ორი ტიტული მოიგო. კერძოდ, კარლსრუეში 115-ათასიან ტურნირი რუმინელ ირინა ბარასთან ერთად, ხოლო ვალენსიაში გამართული 80-ათასიან ტურნირში მისი მეწყვილე ბელგიელი ისალინ ბონავენტურე იყო.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage