მეცის ტურნირი | გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მერვედფინალში
Aa
Aa

მეცის ტურნირი | გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მერვედფინალში

ნიკოლოზ ბასილაშვილი Moselle Open-ის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს, რომელსაც საფრანგეთის ქალაქი მეცი მასპინძლობს.

პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ ჯანლუკა მაგერს დაუპირისპირდა და ორ სეტში, ანგარიშით -  6-3, 7-6 დაამარცხა, მერვედფინალში კი 22 წლის ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას დაუპირისპირდება, რომელიც ATP-ს 45-ე ნომერია.

ტურნირის პირველ წრეში მან ფრანგი ჟილ სიმონის ბარიერი გაიარა (2-1).

 

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას მატჩი 23 სექტემბერს შედგება და თბილისის დროით 21:30 საათიდან დაიწყება.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ Moselle Open-ის საპრიზო ფონდი 481 270 ევროა.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები