ზედიზედ მე-3 გამარჯვება - ტოჩინოშინის მორიგი დამაჯერებელი გამოსვლა
Aa
Aa

ზედიზედ მე-3 გამარჯვება - ტოჩინოშინის მორიგი დამაჯერებელი გამოსვლა

„აკი ბაშოს“ მე-11 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-16 მაეგაშირა ტოკუშორიუ იყო, რომელიც იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ლევანი მეტოქეს ამ დღემდე ჯამში 7-ჯერ დაუპირისპირდა და აქამდე ბალანსი 4-3-ზე ქართველის სასარგებლოდ იყო.

ტოჩინოშინმა ბრძოლა მარჯვენა მავაშის აღებით დაიწყო. საწყისი კონტაქტიც კარგი ჰქონდა და მთლიანობაში ძალიან დამაჯერებლადაც მოიგო. მეტოქე დოჰიოდან ისე გადაიყვანა, რომ შანსიც არ მიუცია.

ტურნირის მე-12 დღეს გორგაძე მე-17 მაეგაშირა ჩინოკუნის დაუპირისპირდება, რომელსაც აქამდე რვაჯერ შეხვდა და 7-ჯერ მისი დამარცხება მოახერხა.

ტოჩინოშინი ხვალინდელი ბრძოლის მოგების შემთხვევაში ბალანსს გაათანაბრებს (6-6) და კაჩი-კოშის გაფორმების კარგი შანსი მიეცემა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები