11 ეისი და მაგარი თამაში - ბასილაშვილმა ჯანლუკა მაგერი დაამარცხა
Aa
Aa

11 ეისი და მაგარი თამაში - ბასილაშვილმა ჯანლუკა მაგერი დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მეცში Moselle Open-ის საერთაშორისო ტურნირზე იღებს მონაწილეობას. პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ ჯანლუკა მაგერს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:3 7:6 დაამარცხა.

პირველ სეტი ნიკოლოზმა გახსნა და თავისი ჩაწოდება უმალ მოიგო. საქართველოს პირველმა ნომერმა იტალიელი ჩოგბურთელი მეორე გეიმში დააბრეიკა, უპირატესობა მოიპოვა და ხელიდან აღარ გაუშვა.

მეორე სეტი საკმაოდ დაძაბული იყო. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე კარგად თამაშობდნენ და საქმე ბრეიკამდე არ მივიდა. საბოლოოდ ბასილაშვილმა ტაიბრეიკზე 7:5 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა მატჩში 11 ეისი მოაწოდა. შემდეგ წრეში ქართველი ჩოგბურთელი დავიდოვიჩ ფოკინასა და ჟილ სიმონს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ცნობისთვის, Moselle Open-ის საპრიზო ფონდი 481 270 ევროა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები