Aa Aa
19 სექტემბერი 2021  |  20:21

მორიგი ტიტული წყვილთა თანრიგში - ეკო გორგოძე ჩემპიონია

ეკო გორგოძის კარიერული წინსვლა გრძელდება. ქართველი ჩოგბურთელი ზედიზედ მეორე წყვილთა თანრიგში ჩემპიონი გახდა.

ამჯერად ეკო წყვილებში ბელგიელ ისალინ ბონავენტურესთან ერთად ვალენსიას ღია პირველობაზე გამოდიოდა.

ქართულ-ბელგიური წყვილი ფინალში რუსეთის და ესპანეთის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. „ჩვენებურის“ მეტოქეები ფიტა ბოლუდა და ოქსანა სელეხმეტევა იყვნენ.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. პირველივე სეტში ეკომ და ისალინმა ბრეიკი შეასრულეს, თუმცა მოწინააღმდეგეებმა უკუ ბრეიკი უმალ შეასრულეს. მიუხედავად ამისა, ვალენსიას ახალმა ჩემპიონებმა მესამე გეიმი მოიგეს და იმ დროს, როცა ანგარიში 4:2 იყო კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულეს. პირველი სეტი საბოლოოდ 6:2 დასრულდა.

მეორე სეტში ესპანურ-რუსული წყვილის კარნახით წარიმართა. სელეხმეტევამ და ბოლუდამ 2 ბრეიკი შეასრულეს და იდენტური ანგარიშით 6:2 გაიმარჯვეს. გადამწყვეტი ტაი ბრეიკიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. წყვილები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ, თუმცა 6:6-ის შემდეგ უპირატესობა ეკოს და ისალინის მხარეს გადავიდა. საბოლოოდ 10:6 და დამსახურებული ჩემპიონობა.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ეკო გორგოძემ ირინა მარია ბარასთან ერთად კარლსრუეს ღია პირველობა მოიგო. ქართულ-რუმინულმა წყვილმა ფინალში პოლონურ-ეგვიპტური წყვილი მაიარ შერიფი და კატარჟინა პიტერი დაამარცხა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში