პიმბლეტი:
Aa
Aa

პიმბლეტი: "ბრუნოსთან ვიჩხუბებდი, ის ყველაზე გადაფასებული ფეხბურთელია"

რამდენიმე კვირის წინ, UFC-ში ახალი ამომავალი ვარსკვლავის დებიუტი შედგა - ბრიტანელი პადი პიმბლეტი, რომელმაც პოპულარობა მოკლე დროში მოიპოვა.

პადიმ ლუიჯი ვენდრამინი დაამარცხა, რის შემდეგაც პრესასთან სასაუბროდ მოიცალა. მას შემდეგ, ბრიტანელი ხმაურიანი განცხადებების გაკეთებას არ ერიდება.

BT Sport-ის პოდკასტში სტუმრობისას პიმბლეტმა ფეხბურთზეც ისაუბრა და „ლივერპულის“ მიმართ თავისი სიმპათიები გაამხილა. შემდეგ მას ასეთი კითხვა დაუსვეს: პრემიერლიგის რომელ ფეხბურთელთან ისურვებდა ჩხუბს? მისი პასუხი იყო ბრუნო ფერნანდეში.

„ალბათ ყოველი გუნდიდან თითოს ავირჩევდი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ყველაზე გადაფასებული ფეხბურთელია, ბრუნო ფერნანდეშს დავასახელებდი.

არა, ის არ არის მსოფლიო კლასის მოთამაშე. მე ვფიქრობ, რომ იუნაიტედში მსოფლიო კლასის ფეხბურთელი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუა“.

- აღნიშნა პიმბლეტმა.

პირველივე რაუნდში ვენდრამინის ნოკაუტით დამარცხების შემდეგ, პიმბლეტმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„მე შემიძლია დავარტყა, შემიძლია ვიბრძოლო - აქ ახალი მეფეა!“

მსუბუქი წონის ჩემპიონმა ალჯო სტერლინგმა პიმბლეტის შესახებ თავისი მოსაზრება დააფიქსირა და ახალგაზრდა ბრიტანელზე დადებით კონტექსტში ისაუბრა:

“ვფიქრობ, მასთან კონტრაქტის გაფორმება წარმატებული გარიგებაა. ის მხიარულია, ფართოდ აზროვნებს, სპექტაკლს დგამს. თუ ასე გააგრძელებს მშვენიერია, მაგრამ მოდით გულწრფელები ვიყოთ.

რამდენჯერ შეიძლება ასეთი ბრძოლა ვიხილოთ? რა თქმა უნდა, ეს MMA არის და აქ ყველაფერია შესაძლებელი. ზოგადად მგონია, რომ UFC-მ მისი დამატებით სწორი ნაბიჯი გადადგა.

ყველაფერთან ერთად, მან საკუთარ თავს ფულის მეწველი ძროხა უწოდა. ახლა მის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი ყველას ექნება. ეს სიმართლეა“.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები