''სექსისტური და დამამცირებელია'' - ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის
Aa
Aa

''სექსისტური და დამამცირებელია'' - ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის

ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სერიალ The Queen’s Gambit-თან დაკავშირებით უჩივლა.

გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ სერიალის ("ლაზიერის გამიტი") ერთ-ერთ ეპიზოდში მის მიმართ არასწორი ინფორმაცია ჟღერდება. ასევე, ეს ეპიზოდი სექსისტურია. ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის წარმატებას პერსონაჟ ბეთ ჰარმონის მიღწევებს ადარებენ. როცა ბეთ ჰარმონი მოსკოვში შეხვედრას ატარებს, კომენტატორის ტექსტი შემდეგია:

''ერთადერთი უცნაური რამ მის შესახებ (იგულისხმება ბეთ ჰარმონი) მისივე სქესია, თუმცა რუსეთში ეს ფაქტი მას უნიკალურად არ აქცევს. იქ არის ქალი მსოფლიოს ჩემპიონი, თუმცა მას კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ არასდროს უასპარეზია''.

აღნიშნული მონაკვეთი 1968 წლით თაღირდებდა. ამ პერიოდისთვის ნონა გაფრინდაშვილს სულ მცირე 59 მამაკაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ უთამაშია.

ნონა გაფრინდაშვილის იურიდიული კომპანია BLB იცავს და მის საჩივარში აღნიშნულია:

”ბრალდება, რომლის მიხედვით გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ აშკარა ტყუილია. ასევე, ეს არის უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი. ასევე Netflix-მა გაფრინდაშვილს უწოდა რუსი, მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ის ქართველია და რომ საქართველო რუსეთის შეტევების მსხვერპლია''.

გამოცემა Deadline-ს ინფორმაციით, გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს. ასევე, აღნიშნული ეპიზოდის ამოჭრას, რომელიც მას ეხება.

Netflix-ის წარმომადგენელმა ნონა გაფრინდაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები