Aa Aa
16 სექტემბერი 2021  |  12:38

"მოსამართლეში ადამიანის სახით მფარველი ანგელოზი დავინახე" - ხურციძე საკანს ვიზის გაგრძელების შემდეგ დატოვებს

ავთანდილ ხურციძე თავისუფალია,მაგრამ საკანში კიდევ 7 დღე დარჩება რადგან აშშ-ს ვიზას ვადა გაუვიდა. ინფორმაცია თვითონ მოკრივემ სოციალურ ქსელით გაავრცელა.

Crystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ :

"ერთი კვირით შემინახა საკანში მოსამართლე ფრესკამ, ვინაიდან და რადგანაც ჩემი ვიზა დასრულებულ იქნა ამ ხნის მანძილზე. ძალიან გახარებული და უზომოდ ბედნიერი ვარ რადგან მოსამართლე ფრესკაში ადამიანის სახით ანგელოზი დავინახე, მფარველი ანგელოზი რადგან პროკურორები დაჟინებით ითხოვდნენ იგივე დროს დატოვებას 10წელს, კიდევ ხუთ წელს,მაგრამ არშემიძლია ასე სახალხოდ არ ავღნიშნო ჩემი ადვოკატების თავგანწირული ბრძოლა და არ გამოვხატო ასე სახალხოდ მათ მიმართ მადლიერება, მეგონა ჩემს გულში და ფიქრებში ისხდნენ ქალბატონი მეგანი და ბატონი კენი და მე ამ ყველაფერს თუ გავიფიქრებდი თორე სასამართლოში ვერასდროს ვიტყოდი იმას რაც ჩემმა ადვოკატებმა თქვეს და აღწერეს და უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ორ ადამიანს, ვუთხარი კიდეც ვიზიტის დრო არაფერი მომიფიქრებია და თქვენს გარდა არავინ დამრჩა გვერდით თქვენზე ვარ დამოკიდებული მე არაფლის თქმა არმინდა მეთქი, მაგრამ რაც მთხოვეს მხოლოდ ის ვთქვი, დიდი ბოდიში მოვიხადე ამერიკის წინაშე და დიდ მადლიერებას გამოვხატავ ამერიკის წინაშე რადგან ასეთი კარგი ადამიანები ცხოვრობენ ამერიკაში როგორიცაა ქალბატონი ფრესკა, ქალბატონი მეგანი და ბატონი კენი, განა პროკურორებზე ცუდს ვიძახი მე მესმის მათი, ვერანაირად ვერ დამითანხმეს 5 წლის განმავლობაში მათთან თანამშრომლობაზე და მათი ასეთი რეაქციაც მესმის რადგან ჩემგან სულ ერთი და იგივე პასუხი ესმოდათ, ჩემი სიკვდილის მერე გავხდები თქვენი თანამშრომელი ვიძახდი ხმამაღლა, ამიტომაც დამიჭირეს, რომ მათ იმედი ქონდათ დამითანხმებდნენ ეს ფაქტი აღნიშნეს კიდეც ჩემმა ადვოკატებმა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა და ჩვენი 5 წლიანი ბრძოლისა ბატონ პროკურორებსაც დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის რადგან ძალიან დიდი გამოცდილება მივიგე ამ 5 წლის განმავლობაში და ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი მათი დახმარებით და ბოლოს მადლობა ბატონ ლაშას, ჩემს მთარგმნელს, მადლობა ძალიან დიდი ჩემი დახმარების მცდელობებისთვის, სულ ცდილობდა ჩემს დახმარებას როგორმე ამ 5 წლის განმავლობაში და აი ისიც მივაღწიეთ დასახულ მიზანს, მადლობა გულწრფელად ბატონი ლაშა,შენ ხარ პროფესიონალი შენი საქმის.“ - განაცხადა ხურციძემ

შეგახსენებთ, „ჩაქუჩა“ 2017 წლის 8 ივნისს 14 ქართველთან ერთად აშშ-ში რუსულ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს. მას 10 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage