18 წლის ემა რადუკანუ ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია !
Aa
Aa

18 წლის ემა რადუკანუ ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია !

ამერიკის ღია პირველობა ემა რადუკანუს ტრიუმფით დასრულდა. 18 წლის ბრიტანელმა ჩოგბურთელმა, რომელმაც ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, ფინალში 19 წლის კანადელი ლეილა ფერნანდესი 6:4, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათი და 51 წუთი მიმდინარეობდა.

ემა რადუკანუმ, რომელიც მსოფლიოს 150-ე ჩოგანია, მთელ ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ყველა სეტი გამარჯვებით დაასრულა.

შეგახსენებთ, ბრიტანელმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის ეტაპის მეორე წრეში ქართველი მარიამ ბოლქვაძე ორ სეტში 6:3 7:5 დაამარცხა. ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში რადუკანუმ ბერძენ მარიუ საკარის აჯობა (6:1, 6:4).

აღსანიშნავია, რომ 22-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ამერიკის ღია პირველობის ფინალში 20-წლამდე ჩოგბურთელებმა იასპარეზეს, 1999 წლის ფინალში 17 წლის სერენა უილიამსმა 18 წლის შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები