Aa
Aa

"ბლეფი მალევე იგრძნობა... ხვიჩა სლუცკისთან მთელი ზაფხული კამათობდა"

რუსული გამოცემა „ჩემპიონატ ქომი“ ხვიჩა კვარაცხელიას არშემდგარ ტრანსფერზე სტატიას აქვეყნებს.

რუსული ვებ გვერდი თავის ხედვას გვთავაზობს და მამუკა ჯუღელის მოქმედებებს ბლეფს უწოდებს:

ხვიჩა გონებით უკვე ევროპაშია - როგორ დაბრუნდება ახლა ის რუსეთში

„რუბინი მთელი ზაფხული ემზადებოდა ხვიჩა კვარაცხელიას გასაყიდად. თითქმის ყოველ კვირას, რუსი და ევროპელი ჟურნალისტები, გამოცემები წერდნენ ახალი კლუბების შესახებ, რომლებსაც სავარაუდოდ ფეხბურთელის ფასი უნდა აეწიათ.

სატრანსფერო ფანჯრის შუაგულში მამუკა ჯუღელმა დაასახელა 10 კლუბი, რომლებიც ხვიჩათი ინტერესდებოდნენ და თქვა, რომ კონკრეტული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ მათგანთან. მისი აზრით, წასვლის ალბათობა 85-90 პროცენტი იყო.

თუმცა, ქართველ საფეხბურთო მაესტროს რეალური ინტერესის გასაჯაროება დაავიწყდა. ბლეფი კი მალევე იგრძნობა. რომელიმე ტოპ კლუბს ხვიჩას თაობაზე, რომ იფიციალური წინადადებით მიემართა, პირველ რიგში ინფორმაციის გაუთქმელობას მოითხოვდა - არავითარი კომენტარი პრესაში.

აქედან გამომდინარე დიდი ხუთეულის წევრ კლუბებს მოლაპარაკებები, რომ დაეწყოთ, ჩვენ მამუკა ჯუღელის კომენტარებს ვერ მოვისმენდით. რა თქმა უნდა, გაცნობითი ტიპის კითხვები და საუბრები იქნებოდა, მაგრამ ევროპაში რუბინის პოზიცია გაიგეს: კლუბი მოლაპარაკებების გასამართად 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ მზად იქნებოდა. ეს საკმაოდ ადეკვატური ფასია რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ნიჭიერი მოთამაშისთვის. ასეთი შემოთავაზების გაგზავნა ვერავინ გაბედა.

ზამთარში ასეთი ფასიდან გამომდინარე მსგავსი გარიგებები იშვიათია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხვიჩა ალბათ მთელი სეზონი რუბინში დარჩება. კონფერენს ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, მას თავის გამოჩენის შანსი მხოლოდ ჩემპიონატში ექნება. ასე, რომ მას ბრძოლა მხოლოდ შიდა ჩემპიონატში მოუწევს. მისთვის მთავარია, რომ არ შეამციროს საკუთარი თავისადმი მოთხოვნა და მის მიმართ ინტერესი.

ამბობენ, რომ ფეხბურთელი მთელი ზაფხული სლუცკისთან შესაძლო ტრავმის შესახებ კამათობდა. სთხოვდა, რომ ის ნაკლებად დაეტვირთა, მაგრამ მას პირველივე წუთებიდანვე თამაში უწევდა. ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს შუა რიცხვებში კვარაცხელიამ ტრავმა მაინც მიიღო. არაოფიციალური ვერსიით კი ფეხბურთელს ეს ყველაფერი მობეზრდა და თამაშზე თავად თქვა უარი, რადგან ევროპულ კლუბში გადასვლაში დარწმუნებული იყო.

ეს სეზონი ხვიჩასთვის ყველაზე რთული იქნება. კლუბის მენეჯმენტმა და მწვრთნელმა შესაძლოა თქვან, რომ ის სათამაშოდ მზად არის, მაგრამ მხოლოდ თავად ფეხბურთელმა იცის თავისი აზრები. როცა დარწმუნებული ხარ, რომ უკვე რუბინისა და რუსეთის პრემიერლიგისთვის გადაიზარდე და გჭირდება შემდგომი განვითარება. ტრანსფერი უკვე მზადდება, უცებ კი - სრული იმედგაცრუება.

ასე, რომ ამჟამად ქართველ ტალანტს ორი გზა აქვს: ან გააჩერებს განვითარებას და ყველაზე ნიჭიერის სტატუსიდან ყველაზე გადაფასებული ფეხბურთელის სტატუსს მიიღებს, ერთი წლის შემდეგ კი იუვენტუსთან ახლოსაც არ იქნება. ან უფრო აგრესიულად ვარჯიშს დაიწყებს, გაარღვევს რუსეთის პრემიერლიგას და მომავალ ზაფხულს სასურველი თანხის სანაცვლოდ ევროპაში წავა.

ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მწვრთნელი ხომ იმედებს ჯერაც მასზე ამყარებს. ძაღლს „კვარას“ ტყუილად როდი დაარქმევდა“. - ვკითხულობთ სტატიაში.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები