Aa Aa
10 სექტემბერი 2021  |  11:27

ისტორიაში პირველად - საკვალიფიკაციო ეტაპიდან დიდი სლემის ფინალში

ამერიკის ღია პირველობის გათამაშებაზე გოგონათა ერთეულებში ფინალისტები გამოვლინდნენ. სადაც ერთმანეთს კანადელი ლეილა ფერნანდესი დიდი ბრიტანელ ემა რადუკანუს შეხვდება.

18 წლის ბრიტანელი ფინალისტი გახდა პირველი ჩოგბურთელი,რომელმაც კვალიფიკაციის ეტაპის დიდი სლემის ფინალში გავიდა. ამერიკის ღია პირველობაზე ემა სეტის წაუგებლად ასპარეზობს. ტურნირის დაწყებამდე რადუკანი რეიტინგში 150-ე პოზიციას იკავებდა,ხოლო ფინალის დასრულების შემდეგ  კი ის 32-ე ადგილზე იქნება. 

"მართალი რომ გითხარათ ნიუ-იორკში დრო ძალიან მალე გადის. თითოეულ დღეს,თითოეულ მატჩზე განსხვავებულად ვასპარეზობდი და უცბად ფინალში გავედი. დაჯერებაც კი მიჭირს. არტურ ეშის სახელობის კორტზე გვიანი მატჩის ჩატარება ჩოგბურთელისთვის არის ყველაზე დიდი ემოცია."- აღნიშნა ემამ  

აღსანიშნავია,რომ ბრიტანელმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის ეტაპის მეორე წრეში ქართველი მარიამ ბოლქვაძეს ანგარიშით 6:3 7:5 მოუგო.

ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში კი ემამ ბერძენ მარიუ საკარის 6:1 6:4 აჯობა.

კანადელმა ჩოგბურთელმა კი ნახევარფინალში ბელარუს არინა საბალენკასთან სამ სეტიან  დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 7:6 4:6 6:4 იმარჯვა.

გამოსარჩევია,ის ფაქტიც,რომ ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულს 1999 წლის შემდეგ პირველად 20 წლამდე ჩოგბურთელები გაითამაშებენ. მაშინ ფინალში 17 წლის სერენა უილიამსმა 18 წლის შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი დაამარცხა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage