ტოპ 8: ქართველმა ჰალკმა ამერიკელი მეტოქე 6:0 დაამარცხა და ნახევარფინალშია
Aa
Aa

ტოპ 8: ქართველმა ჰალკმა ამერიკელი მეტოქე 6:0 დაამარცხა და ნახევარფინალშია

ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი მსოფლიოს ტოპ 8 მკლავჭიდელის ტურნირში მონაწილეობას უკვე მეორედ იღებს.

როგორც მოგეხსენებათ, საგინაშვილი ხსენებული ტურნირის მოქმედი ჩემპიონია. 2019 წელს ქართველმა რუს ვიტალი ლალეტინს 6:0 მოუგო. ამჯერადაც, ლევანმა დამაჯერებელი სტარტი აიღო.

კიევში გამართულ მეოთხედფინალში საგინაშვილმა ამერიკელი დეივ ჩაფი 6:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ამ მომენტისთვის ტურნირის მომდევნო ნახევარიფნალური ეტაპის გამართვის დრო და ადგილსამყოფელი უცნობია.

“ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, ვინც მიგულშემატკივრა და ჩემი გამარჯვება გაუხარდა. მინდა მთელს საქართველოს მივულოცო ეს დიდი გამარჯვება. გპირდებით, რომ მომავალში უფრო მეტი გამარჯვებვებები იქნება ღვთის წყალობით. საქართველოს გაუმარჯოს“.

- თქვა ქართველმა „ჰალკმა“ გამარჯვების შემდეგ.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები