მოედანზე შეიჭრნენ - ბრაზილია არგენტინა შეწყდა
Aa
Aa

მოედანზე შეიჭრნენ - ბრაზილია არგენტინა შეწყდა

სამხრეთ ამერიკის ზონაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფკაციო ეტაპის მატჩი ბრაზილიასა და არგენტინას შორის გაუგონარი მიზეზით შეწყდა.

ბრაზილიის ჯანდაცვის მარეგულირებელი სააგენტოსა და ფედერალური პოლიციის წევრები მოედანზე მატჩის მსვლელობისას შეიჭრნენ და პრემიერლიგაში მოთამაშე არგენტინელი ფეხბურთელების მოედნიდან გაძევება მოითხოვეს. მათი თქმით, ოთხმა ფეხბურთელმა (ბუენდია, რომერო, მარტინესი და ლო ჩელსო) კოვიდპროტოკოლი დაარღვია, არ გაიარეს კარანტინი და აქედან გამომდინარე თამაშის უფლება არ ჰქონდათ.

ლიონელ მესიმ ბრაზილიის ჯანდაცვის ორგანოებს უკვე მიმართა: „ჩვენ უკვე სამი დღეა აქ ვიმყოფებით. აქამდე რატომ არ გააკეთეთ ეს ყველაფერი? თამაშის დაწყებას ელოდებოდით?“

აღსანიშნავია, რომ ფიფასა და კონმებოლს ბრაზილიელთათვის ყველაფერი ახსნილი ჰქონდათ. მათ წერილიც მისწერეს, სადაც გარკვევით იყო აღნიშნული, რომ მასპინძელ მხარეს იმის უფლება არ ჰქონდა, რასაც ამ მომენტში ითხოვენ.

აქვე გეტყვით, რომ თამაშის ჩაშლის შემთხვევაში ბრაზილიას ტექნიკური წაგება ჩაეთვლება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები