Aa
Aa

"ქრისტიანულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება" - უარი ლგბტ სამკლაურს

იტალიის უმსხვილესი LGBT ორგანიზაციის Arcigay-ის მდივანმა მარკო არლატიმ „ტორინოს“ ნახევარმცველის იოსიპ ბრეკალოს ქმედების შესახებ ისაუბრა.

23 წლის ხორვატი შემტევი „ვოლფსბურგიდან“ იჯარის წესით „ტორინოში“ გადავიდა. ბრეკალოს შეხედულებების შესახებ აქამდეც ცნობილი იყო. ფეხბურთელმა თავისი ქრისტიანული ღირებულებების გამო LGBT სამკლაურის ტარებაზე უარი განაცხადა.

ამ ფაქტის გამო LGBT ორგანიზაციამ „ტორინოსთან“ შეხვედრა დაგეგმა.

ბრეკალომ თავისი პოზიცია ჯერ კიდევ 2018 წელს დააფიქსირა, როდესაც „ვოლფსბურგში“ თამაშისას ჰომოსექსუალთა მხარდასაჭერად LGBT სამკლაური არ გაიკეთა. ხორვატმა ეს ქმედება მაშინაც ანალოგიურად ახსნა - მისი ქრისტიანული ღირებულებების მოტივით.

„ჩვენ გვინდა, რომ ოქტომბერში განვაახლოთ პროექტი სახელად - „იტალია თამაშობს ჰომოფობიის წინააღმდეგ“ - ხოლო, ბრეკალოს სერია ა-ში ტრანსფერი ფეხბურთში მრავალფეროვნების პოპულარიზაციისთვის იდეალური შესაძლებლობაა, სადაც ეს თემა დღემდე ტაბუდადებულად რჩება, მიუხედავად სხვადასხვა ღონისძიებების არსებობისა.

ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ბრეკალოს, ტორინოს მწვრთნელს და მენეჯერებს. მე არ ვფიქრობ რომ იოსიპი ჰომოფობია ან რადიკალური პოზიციის დაცვას აპირებს. უბრალოდ, მისი კათოლიკური აღზრდა მრავალფეროვნების გაგებასა და დაფასებაზე დაფუძნებული არ იყო. ზოგიერთი ღირებულება არ შეესაბამება იმას, რაც დღეს სინამდვილეში ხდება და სპორტი ადამიანის უფლებების პრობლემათა სატრანსპორტო საშუალებაა“.

- ციტირებს LGBT ორგანიზაციის Arcigay-ის მდივნის მარკო არლატის სიტყვებს Football Italia.

ბრეკალომ ბუნდესლიგაში ასპარეზობისას გერმანულ Kicker-ს განუცხადა, რომ LGBT ორგანიზაციას მხარს არ დაუჭერდა, რადგან მისი ქრისტიანული ღირებულებები ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა.

„მე ძალიან რელიგიურად ვარ აღზრდილი. ასე, რომ თუ ვინმე ცხოვრების განსხვავებულ გზას ირჩევს, ეს ჩემთვის ნორმალურია, რადგან ეს მისი საქმეა. მე კი ეს ყველაფერი არ მჭირდება და არ მინდა, რომ სვისთვის სპეციალური სიმბოლო ვატარო, რაც ჩემს ქრისტიანულ მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება“,

- ამბობს ბრეკალო.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები