საკვალიფიკაციო ეტაპი - გორგოძე იტალიელ ჩოგბურთელთან დამარცხდა
ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრე ეკატერინე გორგოძე ვერ დაძლია და გათამაშებას გამოეთიშა.
ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ ლუკრეზია სტეფანინისთან სამ სეტში ანგარიშით 3:6 6:3 6:0 დამარცხდა.
შეხვედრა 1:50 საათს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში გორგოძემ 2 ეისი შეასრულა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
შეგახსენებთ,რომ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრე მარიამ ბოლქვაძემ დაძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა უკრაინელი დარია სნიგურსი დაამარცხა და მომდევნო შეხვედრაში რეიტინგის 150-ე ნომერს, 18 წლის ემა რადუჩანუს შეხვდება.
ხსენებული დაპირისპირება 26 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა