ლევან შენგელია : " ჩემთვის მთავარი მწვრთნელის ნდობაა"
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ ახალ გუნდში ოფიციალურ შეხვედრებში სადებიუტო გოლი პირველი მატჩში გაიტანა.
ქართველი ფეხბურთელი თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო და თავი 13 წუთში გამოიჩინა. მისი გუნდი კი მეტოქესთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

შენგელიას წარმატებული დებიუტი ბელგიურ მედიას არ გამოპარვია და ქართველი შემტევის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნეს.
„ეს არ იყო ჩვენი დღე. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით ,რომ ეს შეხვედრა უნდა მოგვეგო .პირველ ტაიმში 2:0 ვმარცხდებოდით . გავუშვით მარტივი გოლები ,რომლის თავიდან აცილებაც შეგვეძლო . ანგარიში ნამდვილად არ ასახვდა თამაშის მიმდინარეობას . უფრო მწვავე და მეტი მომენტი ჩვენ შევქმენით . ნამდვილად არ არის ადვილი ესეთ მატში ცვლილებიდან ჩართვა . მითუმეტეს ,როდესაც ეს სადებიუტო შეხვედრაა ,ახალ გუნდში და ახალ ჩემპიონატში . ყველა თამაში ბოლომდე დავიხარჯე და მჯერა ,რომ უფრო კარგ მატჩებს ჩავატარებ. სამწუხაროა ,რომ ჩემი გატანილი გოლით შეხვედრის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ . იმედია შემდეგი გოლებით გუნდს ქულებს მოვუტან . ბელგიაში სხვა ფეხბურთს თამაშობენ . უფრო შემტევს და ეს ფაქტი მე ძალიან მახარებს. თურქეთში კი ესეთი დონის გუნდების დაპირისპირებებში ნაკლები გოლი გადის. სადებიუტო მატჩში ჩემს პოზიციაზე არ მითამაშია ,მაგრამ მაგაზე არც ვნერვიულობ . ჩემთვის მთავარი მწვრთნელის ნდობაა.“ - აღნიშნა შენგელიამ
5 ტურის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის გუნდი 3 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფება. „ლიოვენს“ 5-დან 3 ფრე და 2 წაგება აქვს. მომავალ ტურში მარკ ბრაისის შეგირდები „ანტვერპენს“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 29 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.