ატალანტა, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის კიდევ ერთი ვარიანტი | ატალანტა რეტეგის შემცვლელს ეძებს

გიორგი მიქაუტაძის შეძენის მსურველთა სიას „ატალანტაც“ შეუერთდა. ამის შესახებ გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს.

მისი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მატეო რეტეგი „ატალანტადან“ საუდის არაბეთში, „ალ-ქადსიაში“ გადავა, ბერგამოელები მისი გაყიდვიდან შემოსული 70 მილიონი ევროს დახარჯვას ახალი ცენტრფორვარდის შესაძენად აპირებენ.

რეტეგის ერთ-ერთ შემცვლელად „ატალანტა“ 24 წლის ლორენცო ლუკას მოიაზრებს, რომელიც „უდინეზეს“ ღირსებას იცავს, თუმცა მის ტრანსფერთან დაკავშირებით ყველაზე მომგებიან პოზიციაში „ნაპოლი“ იმყოფება - პარტენოპეისა და უდინეზეს შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

მეორე ვარიანტი გიორგი მიქაუტაძეა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ „ლიონის“ აპელაცია დაკმაყოფილდა და გუნდი ლიგა 2-ში დაქვეითებას გადაურჩა, ქართველი ფორვარდის ტრანსფერი უფრო გართულდა.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ბერგამოელები რეტეგის შემცვლელად მოიაზრებენ, „ბრაიტონის“ ფორვარდი ევან ფერგიუსონია. ირლანდიელი ფორვარდი „რომასაც“ სურს, რომელსაც ელდორ შომუროდოვის „ბაშაქშეჰირში“ გაყიდვის შემდეგ ასევე ცენტრფორვარდის დამატება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე „ლიონს“ გასული წლის ზაფხულში შეუერთდა და 47 მატჩში 17 გოლი და 11 ასისტი დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სანდერლენდის ინტერესი რეალურია“ | ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი მიქაუტაძეზე
„სანდერლენდის ინტერესი რეალურია“ | ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი მიქაუტაძეზე