ლიონელ მესი, ხავიერ მასკერანო, ინტერ მაიამი
Aa
Aa

მასკერანო მესის დუბლებზე: ლეო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა

„ინტერ მაიამის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ მასკერანომ ლიონელ მესის ბოლო მატჩები შეაფასა ან მას განსაკუთრებული მოთამაშე უწოდა.

MLS-ის ისტორიაში არგენტინელი ფორვარდი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ 4 მატჩში დუბლი გაიფორმა.

„ჩემი აზრით, ლეო ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. წარმოუდგენელია, როგორ აგრძელებს ის იმის კეთებას, რასაც ბევრი წლის წინ, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ასეთ მაღალ დონეზე ვიხილავდით. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია და გაგვიმართლა, რომ ჩვენ გვყავს“, - თქვა მასკერანომ.

შეგახსენებთ, რომ მესიმ მიმდინარე სეზონში, 26 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 7 ასისტი მიითვალა.

ლეო „ინტერ მაიამის“ 2023 წლის ივლისში შეუერთდა. მისი კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს იწურება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტის 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ანჩელოტის 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა