ლიონელ მესი
Aa
Aa

კვირებია მოლაპარაკებები აქვთ | ლიონელ მესი საუდის არაბეთში?

ლიონელ მესის გადაბირებაზე საუდის არაბული კლუბი მუშაობს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Équipe ავრცელებს და წერს, რომ 38 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავის გადაყვანა „ალ-აჰლის“ სურს.

აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონის წარმომადგენლები მესის უკვე დაუკავშირდნენ. შეთავაზების ფინანსური დეტალები უცნობია, თუმცა L’Équipe წერს, რომ „ალ-აჰლის“ ხელმძღვანელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ლიონელი დაიყოლიონ.

როგორც ირკვევა, მხარეებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. დეკემბერში მესის „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. „ალ-აჰლის“ მისი გადაყვანა სწორედ ზამთარში სურს. თავის მხრივ, „ინტერ მაიამი“ მაქსიმუმს აკეთებს, რათა „ლა პულგა“ არ გაუშვას.

2023 წლის ზაფხულში საუდის არაბული კლუბები მესის გადაბირებას აქტიურად ცდილობდნენ. მაშინ მათ არაფერი გამოუვიდათ, თუმცა დანებებას არ აპირებენ. L’Équipe-ის ცნობით, უახლოეს პერიოდში ბევრი რამ გადაწყდება და არის შანსი, მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დაპირისპირება კიდევ ერთხელ ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პიმბლეტი: „ორი დივიზიონის ჩემპიონობა მინდა“
პიმბლეტი: „ორი დივიზიონის ჩემპიონობა მინდა“