Aa Aa
2 აგვისტო 2021  |  12:40

„მადლობა საქართველო, ჩემი რომ გჯეროდა" - პლესნოიმ გულშემატკივარს ქართულად მიმართა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გიორგი ასანიძის მიერ გაწვრთნილმა ძალოსანმა ატაცში 177 კილოგრამი, აკვრაში კი 210 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში დაგროვებული 387 კილოგრამით ოლიმპიურ კვარცხლბეკზე შედგა.

მოგვიანებით, წარმოშობით უკრაინელმა სპორტსმენა გულშემატკივარს ქართულად მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

„მადლობა საქართველო, რომ ჩემთან ხარ და ჩემი გჯეროდა!

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა, თქვენი თანადგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ვხვდებოდი, რომ არ მაქვს უფლება მედლის გარეშე დავრბრუნდე იმ ტრავმის მიუხედავად, რომელიც შეჯიბრებამდე 5 დღით ადრე მივიღე.

მადლობა ჩემს მშობლებს, მეუღლეს, ჩემს ახლობლებს, რომლებმაც ყველა სირთულე ჩემთან ერთად გადაიტანეს. მწვრთნელებს გიორგი ასანიძეს, სერგეი ნიკოლაევიჩ რომანოვს, რომლებმაც ჩემს მომზადებაში მთელი გული და სული ჩადეს, მათი ზედამხედველობით ვვარჯიშობდი მთელი პერიოდის განმავლობაში. ექიმებს: გიორგი ჭინჭარაულს და ზურა კახაბრიშვილს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ გამოსვლაში ტრავმას ხელი არ შეეშალა. მათ  მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში მიმკურნალეს.

უღრმესი მადლობა ფედერაციას და მის ხელმძღვანელს, კახი კახიაშვილს, მთელს ჩვენს დიდ გუნდს, რომელიც ზრუნავდა ჩვენს მზადებაზე. ასევე, დიდი მადლობა ოლიმპიურ კომიტეტს".

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველოს წარმომადგენელის გამოსვლა სამწუხაროდ, ტრავმის ფონზე წარიმართა, ის დარბაზიდან კოჭლობით გავიდა, თუმცა დაბრუნების შემდეგ,  ბოლომდე იბრძოლა.

გაზიარება:

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში