ნაგელსმანის წასვლა თითქმის გადაწყვეტილია - გერმანიას კლოპი ჩაიბარებს?
მსოფლიო ჩემპიონატზე, 1/16 ფინალში მარცხის შემდეგ ბუნდესნაკრები და იულიან ნაგელსმანი გერმანულმა მედიამ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. პრესაში აქტიურად იწერება, რომ პარაგვაისთან მარცხის შემდეგ ნაგელსმანის მოხსნა პრაქტიკულად გადაწყვეტილიადა გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოაცხადებს.
ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, ფედერაციის ხელმძღვანელებთან პირველი შეხვედრა გუშინ, თამაშის დასრულებისთანავე შედგა, შემდგომი მოლაპარაკებები კი გერმანიაში გაგრძელდება.
პარალელურად, Sky Sport Deutschland იუწყება, რომ ნაგელსმანთან თანამშრომლობა უკვე გამორიცხულია. ფეხბურთის ფედერაციამ 38 წლის სპეციალისტს პროგრამა მინიმუმად 1/8 ფინალში გასვლა დაუსახა, პარაგვაისთან მატჩის შემდეგ კი DFB-ის პრეზიდიუმში ნაგელსმანის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შესუსტდა.
Sky Sport Deutschland ასევე წერს, რომ ფედერაციის ხელმძღვანელები უკვე აპირებენ იურგენ კლოპთან მოლაპარაკებების დაწყებას, რომელიც შეთავაზების შემთხვევაში, მზად არის გერმანიის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს.