დიდიე დეშამი
Aa
Aa

„ყველა ჩვენს მისიას ვასრულებთ, მათ შორის მეც“ - დეშამი შვედეთთან მოგების შემდეგ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში შვედეთთან მოპოვებულ გამარჯვების შემდეგ განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა დეშამმა:

„ძალიან ამაყი ვარ. აქ ყველა ჩვენს მისიას ვასრულებთ, მათ შორის მეც. თამაშამდე 1/16 ფინალში რამდენიმე რთული მატჩი ვიხილეთ. გვქონდა მოქმედების გარკვეული თავისუფლება, თუმცა შეგვეძლო მეტი მოთმინება გამოგვეჩინა. ეს უნდა დავაფასოთ.

ოთხ დღეში კიდევ ერთი რთული მატჩი გველის. ფეხბურთელები სწორედ ამისთვის არიან აქ. შემდეგი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ძალიან შორს ყურებას აზრი არ აქვს, რადგან რეალობაში ყველაფერი შეიძლება სხვანაირად აღმოჩნდეს.

ნიჭი არ გვაკლია, მაგრამ ოთხ დღეში ამ ყველაფრის გამეორება მოგვიწევს. პარაგვაის სამხრეთ ამერიკული დნმ აქვს და ეს მათ ნამდვილად შეკრულ გუნდად აქცევს. ნუ ვიჩქარებთ. ორი დღე გვაქვს იმისთვის, რომ ამით ვისიამოვნოთ, შემდეგ კი ისევ საქმეზე გადავერთვებით“.

საფრანგეთის ნაკრები 1/8 ფინალში პარაგვაის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკელებმა 1/16 ფინალში გერმანიის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხეს და გათამაშებას გამოთიშეს. საფრანგეთისა და პარაგვაის ნაკრებების დაპირისპირება შაბათს, საქართველოს დროით 01:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარტივად და სენსაციების გარეშე - საფრანგეთი 1/8 ფინალშია
მარტივად და სენსაციების გარეშე - საფრანგეთი 1/8 ფინალშია