მორიგი ოლიმპიური მედალი - იაკობ ქაჯაია ფინალში გავიდა
Aa
Aa

მორიგი ოლიმპიური მედალი - იაკობ ქაჯაია ფინალში გავიდა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ფინალში გავიდა,სადაც სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს კუბელ მიან ლოპეს ნუნეს შეხვდება. 130 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა ჩილელი იასმინ აკოშტა ფერნანდეში დაამარცხა.

ქაჯაიამ ნახევარფინალამდე 2 მეტოქეს აჯობა. პირველ წრეში იაკობმა ფინელ ელიას კუსმანენს იოლად მოუგო.

მეოთხედფინალში ქართველმა ფალავანმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრის სერგეი სემენოვის ბარიერი გადალახა.

ფინალური ბრძოლა ხვალ თბილისის დროით 14:30 საათიდან დაიწყება. ხვალვე დილის სექციაში გიორგი მელია გამოვა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიის მოჭიდავე პირველივე წრეში რუსს მუსა ევლოევს შეხვდება.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური მოიპოვა. ვერცხლის პრიზიორები კი ასევე ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი გახდნენ. გუშინ კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

გამოსარჩევია, რომ შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები