ტოკიო 2020 - ქართველი მოკრივეების მეტოქეები ცნობილია
Aa
Aa

ტოკიო 2020 - ქართველი მოკრივეების მეტოქეები ცნობილია

ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველი მოკრივეების მეტოქეების ვინაობა გაირკვა. ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდო 24 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება, საქართველოს ნაკრების ღირსებას კი 3 მოკრივე დაიცავს.

52 კილოგრამი წონითი კატეგორია - სახილ ალახვერდოვი ოლიმპიურ თამაშებში 1/32 ფინალიდან ჩაერთვება და თავის პირველ ბრძოლას 26 ივლისს გამართავს. ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი ჩინელ იანგუნ ჰუს დაუპირისპირდება. 

69 კილოგრამი წონითი კატეგორია - ალახვედროვის მსგავსად, ოლიმპიური თამაშებში ესკერხან მადიევი 1/32 ფინალიდან ჩაებმევა და თავის პირველ ბრძოლას 24 ივლისს გამართავს. მადიევის მეტოქე აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ლორენცო სოტომაიერი იქნება.

75 კილოგრამი წონითი კატეგორია - საქართველოს სახელით გიორგი ხარაბაძე იასპარეზებს,რომელიც 1/32 ფინალში უზბეკ ფანატ კახრამანოვს დაუპირისპირდება. ქართველი მოკრივეს ბრძოლა 26 ივლისაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები