Aa Aa
23 ივლისი 2021  |  00:29

ლაპორტა: "გრიზმანის მიმართ ინტერესი არის, ყველა ვარიანტს განვიხილავთ"

ჟოან ლაპორტამ პრესკონფერენცია გამართა და ანტუან გრიზმანის შესახებ დასმულ უხერხულ კითხვებსაც უპასუხა.

პრესას აინტერესებს, თუ რა ბედი ელის ფრანგს, რომლის შესახებაც აქტიურად იწერება, რომ კლუბს მისი მოშორება სურს.

“გრიზმანი ბარსელონას ფეხბურთელია, მას მოქმედი კონტრაქტი აქვს და თუ გარემოებები არ შეიცვალა, ის კლუბში დარჩება. ბაზარზე გარკვეული აქტივობა არსებობს, მაგრამ ეს ბუნებრივი მოვლენაა.

ვერ უარვყოფთ იმას, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი არსებობს და ეს მხოლოდ მის მაღალ დონეს ამტკიცებს.

გრიზმანის შეძენა კლუბისთვის დიდი ინვესტიცია იყო და ანტუანით ძალიან კმაყოფილები ვართ. ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ სხვა კლუბებისთვის ადვილი არ იქნება, რომ შესაბამისი დონის შემოთავაზება გააკეთონ.

ბაზარზე მცირე რაოდენობის გარიგებებია. კლუბები გარკვეულ სირთულეებს განიცდიან. გრიზმანის მიმართ გარკვეული დაინტერესება არსებობს და ჩვენ ვაშენებთ გუნდს ფინანსური სტაბილურობის გათვალისწინებით, მაგრამ ანტუანთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, მისით აღფრთოვანებულები ვართ.

ამასთან ერთად, ჩვენ წინადადებების მისაღებად მზად ვართ, რადგან დელიკატურ სიტუაციაში ვიმყოფებით და ფინანსურად სამართლიანი თამაში უნდა გავითვალისწინოთ. ვეძებთ ბალანსს და ყველა ვარიანტს განვიხილავთ, მაგრამ არა იმას, რაც გუნდს ზიანს მიაყენებს“. - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „ატლეტიკოს“ გრიზმანს საულ ნიგესში უცვლიდა, თუმცა მადრიდელებმა თანხის დამატება არ ისურვებს და პირდაპირი ბარტერი სურდათ, რაც გამორიცხული იყო, რადგან ბაზარზე გრიზმანის ღირებულება გაცილებით დიდია, ვიდრე საულის.

ამ მომენტისთვის ანტუანის მიმართ ინტერესს „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“ იჩენენ, თუმცა ჯერჯერობით სერიოზული არაფერია. „ბარსელონას“ სახელფასო ბიუჯეტის დაბალანსება სურს და ფრანგის გაყიდვას სწორედ ამიტომ ცდილობს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში