Aa Aa
21 ივლისი 2021  |  17:22

"უცებ მაგიდის დანა აიღო... არ ვიცი რისი ჩვენება სურდა", - იაკსმანიცკი დემტრაძეზე

დონეცკის „შახტარისა“ და „მეტალურგის“ ყოფილმა მცველმა ვლადიმირ იაკსმანიცკიმ Fan Day-სთან ინტერვიუში გიორგი დემეტრაძესთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

„კონფლიქტი დემეტრაძესთან? ბანალური გაუგებრობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. თამაშის დაწყებამდე საუზმეზე სასადილო ოთახში გავედით. გუნდში ორი ქართველი თამაშობდა: დემეტრაძე და გოჩა ჯამარაული. როცა გოჩა მარტო იყო, ის ოქროს ბავშვი იყო, როგორც მინდორზე, ისე სახლშიც. ისევე როგორც აფრიკელებთან: ერთი კარგია, ორნი კი უკვე დაჯგუფებაა.

საუზმისას დემეტრაძემ დაიწყო: კვერცხი ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს და კიდევ რაღაც პრეტენზიები. შიშენკომ გაიკვირვა და ჰკითხა რა არ მოსწონდა.

მე საუბარში სერგეის სასარგებლოდ ჩავები. „მოკეტე!“ მითხრა დემეტრაძემ. გიორგის რისი ჩვენება სურდა არ ვიცი. მან უცებ მაგიდის დანა აიღო, ალბათ უნდოდა დაენახებინა, რომ მაგარი ბიჭი იყო და ჩემი შეშინება უნდოდა. ვუთხარი: „დამშვიდდი, თუ საჭიროა ქუჩაში გავიდეთ და იქ დავილაპარაკოთ“.

გავედით, დავილაპარაკეთ, მან ბოდიში მოიხადა. ინციდენტი ამოიწურა. შემდეგ ნორმალურად ვისაუბრეთ. ნებისმიერ გუნდში არის ჩხუბი. ჩვენ არანაირი მტრობა არ გვქონია“, - ციტირებს იაკსმანიცკის სიტყვებს Fan Day.

შეგახსენებთ, რომ 1999/00 წლების სეზონში დემეტრაძე კიევის „დინამოში" თამაშობდა, რომელთან ერთადაც უკრაინის ჩემპიონი გახდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში