Aa Aa
21 ივლისი 2021  |  00:38

„უდიდესი ტალანტია, გაოცებული ვარ" - რომანო კვარაცხელიაზე

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ ყაზანის „რუბინისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„3 თვის წინ გავიცანი ადამიანი, რომელმაც მითხრა ხვიჩა კვარაცხელიას დააკვირდიო. ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი: გუნდი, რომელიც ამ ფეხბურთელს გაიფორმებს, მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეულ ტალანტს შეიძენს. 

მისით გაოცებული ვარ, ნამდვილად გაოცებული."

დიდი ხანია უცხოური გამოცემები ხვიჩას „რუბინიდან“ შესაძლო წასვლის შესახებ წერენ და მას ევროპულ გუნდებს უკავშირებენ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელის შეძენით „გლადბახი“ დაინტერესდა. Sky Sport Germany-ის მიხედვით, „გლადბახის“ მიზანი კვარაცხელიასა და რომეინ ფავრის გადაბირებაა, თუმცა კლუბს ფინანსურად უჭირს და ტრანსფერებს მხოლოდ ფეხბურთელთა გასხვისების შემთხვევაში განახორციელებს.

ყაზანის „რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ კლუბიდან წასული შვედი მცველის, კარლ სტარფელტის შესახებ ისაუბრა, შემდეგ კი აღნიშნა, რომ შესაძლოა მიმდინარე ზაფხულში „რუბინი" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვოს და დიდი ტრანსფერი შედგეს.

პედრისა და საკაზე წინ - ხვიჩა კვარაცხელია GOLDEN BOY-ს ლიდერია!

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში