Aa Aa
20 ივლისი 2021  |  20:40

პედრისა და საკაზე წინ - ხვიჩა კვარაცხელია GOLDEN BOY-ს ლიდერია!

იტალიური Tuttosport-ის ორგანიზებული Golden Boy 2021-ის გამოკითხვა ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედის. პირველი ეტაპი დასრულდა და ის „ბეშიქთაშის“ მეკარემ, ერსინ დესტანოღლუმ მოიგო, რომელმაც ჯამური ხმების 38% მიიღო, ხვიჩა კვარაცხელიამ კი 22.5%-ით მეორე პოზიცია დაიკავა.

ამჯერად, Tuttosport-მა სია გაცხრილა და 80 კანდიდატი დატოვა, წინა შედეგები კი გაანულა.

ამჟამინდელი მონაცემებით გამოკითხვის ლიდერი ყაზანის „რუბინისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია. ხვიჩას მიღებული ხმების 36% ეკუთვნის, მეორე ადგილს კი თურქი დესტანოღლუ ( „ბეშიქთაში") იკავებს (30%), რომელსაც პედრი („ბარსელონა") ჩამორჩება (16.6 %).

ხმის მიცემა

გამოკითხვა ქომაგთა შორის მიმდინარეობს. ამასთან ერთად, ცნობილი ევროპული გამოცემები საუკეთესო ხუთეულს დაასახელებენ. ეს გამოცემები არიან: Bild, Blick, A Bola, l'Équipe, France Football, Marca, Mundo Deportivo, Ta Nea, Sport Express, De Telegraaf და The Times.

გეტყვით, რომ აღნიშნული ჯილდო 2003 წლიდან თამაშდება. ტიტულის მოპოვების კანდიდატები ევროპული ქვეყნების უმაღლესი ლიგების მოთამაშეები არიან, რომელთა ასაკი 21 წელს არ აღემატება. მისი გამარჯვებულნი არიან: რაფაელ ვან დერ ვაარტი, ლიონელ მესი, სესკ ფაბრეგასი, სერხიო აგუერო, მარიო გიოტცე, მარიო ბალოტელი და სხვები.

გასულ წელს Golden Boy 2020 ერლინგ ჰოლანდი გახდა. 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში