ბრიჯი:
Aa
Aa

ბრიჯი: "მანჩინი მძულს, ტაქტიკურად ის არც ისე კარგია"

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილი მარცხენა მცველი უეინ ბრიჯი ინგლისი-იტალიის ფინალზე საუბრობს და ამბობს, რომ მისთვის ამ მატჩის ყურება მანჩინის გამო განსაკუთრებით რთული იყო, რადგან იტალიელი სპეციალისტი სძულს.

ბრიჯი „სიტიში“ „ჩელსიდან“ 2009 წელს გადავიდა. რამდენიმე თვით ადრე, სანამ მარკ ჰიუზს მანჩინი შეცვლიდა.

მანჩინის ბრიჯი დიდად არ მოსწონდა და მისი მოთხოვნით ინგლისელი „ვესტ ჰემში“ გაანათხოვრეს. ამის გამო ფეხბურთელს მის მიმართ ანტიპათია უკვე დიდი ხანია აქვს.

სულ ახლახანს ბრიჯმა „უემბლიზე“ მოზეიმე მანჩინი იხილა, რაც მისთვის ორმაგად მძიმე საყურებელი იყო. bettingexpert's-თან საუბრისას ინგლისელმა განაცხადა: „ეს მძიმე საყურებელი იყო, რადგან მანჩინი მძულს. ყველამ იცის, რომ მე ის არ მიყვარს.

ვერ ვიტყვი, რომ ის ყველაზე ცუდია, მაგრამ ტაქტიკურად მანჩინი არც ისე კარგია. რაც მან იტალიის ნაკრებში გააკეთა ეს ნამდვილად კარგი იყო. ამის თქმა ჩემთვის მტკივნეულია.

მე და ჩემი ოჯახი ინგლისს არა მხოლოდ ვგულშემატკივრობდით, არამედ მანჩინის წაგებასაც ვქომაგობდით და აქედან გამომდინარე მარცხი ორმაგად მტკივნეული იყო. მე ის როგორც მწვრთნელი არასდროს მიმიღია“.

ბრიჯის თქმით, მანჩინი „სიტიში“ წარმატებული მხოლოდ ვარსკვლავური შემადგენლობის გამო იყო: „რასაც მან სიტიში მიაღწია, ის რომ ქომაგებს მანჩინი ძალიან უყვართ, ეს ვარსკვლავური შემადგენლობის დამსახურება იყო, და არა იმის, რომ ის კარგი მწვრთნელია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები