სად ვუყუროთ ბათუმის დინამო - ტრე პენეს მატჩს
Aa
Aa

სად ვუყუროთ ბათუმის დინამო - ტრე პენეს მატჩს

UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ბათუმის ''დინამო'' ბათუმში სან მარინოს წარმომადგენელ ''ტრე პენეს'' უმასპინძლებს. 

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის ტელევიზია ახორციელებს (იხილეთ).

საპასუხო მატჩთან შედარებით გია გეგუჩაძემ სასტარტო შემადგენლობაში 8 ცვლილება განახორციელა. დღევანდელ შეხვედრაში ''დინამოს'' სასტარტო თერთმეტეული ასეთია: კუპატაძე, ჩაბრაძე, აზაცკი, ნავალოვსკი, კობახიძე, ტეიდი, მანჯგალაძე, გაფრინდაშვილი, ზარია, შინდაგორიძე, სანოგო

ბათუმის ''დინამოს'' სათადარიგო შემადგენლობა: ალავიძე, ალთუნაშვილი, აზაროვი, ფლამარიონი, გაგოშიძე, ჯიღაური, ხარატიშვილი, მამუჩაშვილი, მარგველაშვილი, ფანცულაია, თევდორაძე

''ტრე პენეს'' სასტარტო შემადგენლობაში მილანის ''ინტერის'' ექს-მცველი მაიკონია, რომელიც 39 წლისაა. ვეტერანი მოთამაშე საფეხბურთო კარიერას სან მარინოს კლუბში აგრძელებს.

შეგახსენებთ, პირველ მატჩში ''ტრე პენე'' საქართველოს ვიცე-ჩემპიონთან 0:4 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები