იტალიის ნაკრების წინასამატჩო რიტუალი - ყველაფერი შეცდომით დაიწყო
Aa
Aa

იტალიის ნაკრების წინასამატჩო რიტუალი - ყველაფერი შეცდომით დაიწყო

იტალიის საფეხბურთო ნაკრებს საინტერესო წინასამატჩო რიტუალი აქვს, რომელიც ფაქტია, რომ ამართლებს. „სკუადრა აძურა“ ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და იტალიელებმა ტრადიციას არც ინგლისთან გასამართი მატჩის წინ უღალატეს.

„სკუადრა აძურას“ რიტუალი სტადიონისკენ მიმავალ გზაზე იწყება. იტალიის ნაკრების ყველა წარმომადგენელი ავტობუსში ადის, თუმცა მათ შორის დელეგაციის ხელმძღვანელი, ჯანლუკა ვიალი არაა. ავტობუსი მოძრაობას იწყებს, რამდენიმე მეტრს გადის, შემდეგ კი ჩერდება და იტალიის ნაკრების „თილისმას“ ელოდება.

საინტერესოა, რომ ყველაფერი შეცდომით დაიწყო. შვეიცარიასთან გასამართი მატჩის წინ, იტალიელებს ვიალი გადაავიწყდათ და „კოვერჩიანო“ მის გარეშე დატოვეს. დელეგაციის ხელმძღვანელის გამო მათ დაბრუნება მოუწიათ და „სტადიო ოლიმპიკოსკენ“ მხოლოდ ამის შემდეგ გაემართნენ.

„სკუადრა აძურამ“ შვეიცარიასთან ბრწყინვალედ იასპარეზა და რიტუალის დანერგვა სწორედ ამას მოჰყვა. იტალიელებმა ტრადიციას არც ინგლისთან გასამართი მატჩის წინ უღალატეს. ფლორენციის აეროპორტისკენ გამგზავრებამდე „სკუადრა აძურას“ წარმომადგენლები ავტობუსში ავიდნენ. ავტობუსმა რამდენიმე მეტრი გაიარა და გაჩერდა, ვიალიმ კი, რომელსაც ზურგჩანთა ეკიდა, პიჯაკში იყო გამოწყობილი და ქუდი ეხურა, ყველაფერი ზედმიწევნით გაიმეორა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები