ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

კარგი ამბავი: დავითაშვილმა ტრავმა მოირჩინა და სერვეტთან ითამაშებს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილმა ვარჯიშზე მიღებული მცირე ტრავმა მოირჩინა და დღეს შვეიცარიულ „სერვეტესთან’’ ამხანაგურ მატჩში ითამაშებს.

ზაფხულის მოსამზადებელი ეტაპისას „სენტ-ეტიენმა’’ ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა, პირველ მატჩში სამოყვარულო ლიგის „ეტუალს’’ მოუგეს, ერთი გოლი დავითაშვილმა შეაგდო. მეორე შეხვედრაში „ტრუასთან’’ ქართველ ფეხბურთელს ტრავმის გამო არ უთამაშია.  „სენტ-ეტიენისა'' და „სერვეტის'' მატჩი დღეს, 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ახალი სეზონის დაწყებამდე „სენტ-ეტიენი“ ამხანაგურ შეხვედრებში „პარიზს“ (25 ივლისი) და „კალიარის“ (2 აგვისტო) დაუპირისპირდება. ლიგა 2-ის ახალ სეზონს  9 აგვისტოს „ლავალთან“ მატჩით დაიწყებს. დავითაშვილის მიმართ  ინტერესი რამდენიმე კლუბს აქვს და შესაძლოა ლიგა 2-ის დაწყებამდე ზურიკო სხვა გუნდში ვიხილოთ.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში „სენტ-ეტიენი’’ ლიგა 2-ში გავარდა, თუმცა ზურიკოსთვის პირადი პროდუქტიულობიდან გამომდინარე კარგი სეზონი იყო, 31 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა. მან გოლები საუკეთესო ხუთეულის გუნდებიდან სამს გაუტანა: პსჟ-ს, „მონაკოსა“ და „ლილის“. ასევე, „ოსერთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა, „ანჟესთან“ - დუბლი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები