გიორგი გაგუა
Aa
Aa

გაგუა კლუბს იცვლის | კვიპროსულ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა

კვიპროსულმა ThisIsMappa-მ გაავრცელა ინფორმაცია გიორგი გაგუას ლიმასოლის აელ-ში გადასვლასთან დაკავშირებით.

CrystalSport-ის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, დიდი ალბათობით გაგუა აელ-ში გადავა, სადაც მის ყოფილ მწვრთნელთან, იტალიელ პაოლო ტრამეცანისთან იმუშავებს.

2024 წლის ზაფხულში გაგუა „ისტრას’’ ფეხბურთელი გახდა, ხოვატიის ჩემპიონატის 28 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ტრამეცანის ხელმძღვანელობით 13 მატჩში 1 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი გააკეთა.

გიორგი გაგუა ოფიციალურად „ალავესის'' მოთამაშე 2019 წლის ოქტომბერში გახდა, კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებდა, მაგრამ რადგან პირველ გუნდში თამაშის შანსი არ მისცეს, მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ და 2024 წლის ზაფხულში კარიერა ხორვატიულ „ისტრას'' დაუკავშირა. ასევე გეტყვით, რომ 2022-23 წლების სეზონი იჯარით ესპანეთის რანგით მესამე ლიგის „რეალ უნიონში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

23 წლის ფორვარდს საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ივნისში ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, თუმცა არ ათამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები