დინამო თბილისი
Aa
Aa

ახალგაზრდული ლიგა | თბილისის დინამო დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეიოფის ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამოს“ 19 წლამდე გუნდმა მინსკის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:4 დამარცხდა.

მე-11 წუთზე სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, 22-ეზე კი უპირატესობა ორამდე გაზარდეს. 26-ე წუთზე ნიკოლოზ ადუაშვილის პასის შემდეგ შოთიკო დიაკონიძემ ერთი ბურთი გაქვითა. მინსკელებმა 34-ე წუთზე მესამე გოლი გაიტანეს, თუმცა მალევე სხვაობა მინუმამდე ადუაშვილმა შეამცირა, საგოლე პასი კი გიორგი ლომიძემ მიითვალა.

პირველი ტაიმი 2:3 წავაგეთ, 78-ე წუთზე სტუმრებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც დმიტრი ლეონტიუკმა გამოიყენა. 90-ე წუთზე ცვლილებაზე შესულმა საბა ხოფერიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:4.

შემადგენლობა: ჩოჩოშვილი, დიაკონიძე (კობზონაძე, 69), ნიჟარაძე, ლომიძე, ბენდელიანი (ალექსიძე, 46), ძნელაძე, კაკაშვილი, ციკოლია (შარიქაძე, 46), მიქაუტაძე (ხოფერია, 77), ადუაშვილი, კვარაცხელია (გოგუა, 62).

14 ოქტომბერს ამ ორმატჩიანი დაპირისპირების საპასუხო შეხვედრა გაიმართება, გამარჯვებული კი მომდევნო ეტაპზე „კოპენჰაგენს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მნიშვნელოვანი სამი ქულა - მოქმედი ჩემპიონი დროებით გალიდერდა
მნიშვნელოვანი სამი ქულა - მოქმედი ჩემპიონი დროებით გალიდერდა