ვარდიმ
Aa
Aa

ვარდიმ "ლესტერს" შანსი შეუნარჩუნა

"ჩემპიონთა ლიგის" პირველ 1/8 ფინალში, "რამონ სანჩეს პისხუანზე", "სევილიამ" "ლესტერს" უმასპინძლა და 2:1 მოუგო. 

მე-14 წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გახსნის შანსი მიეცათ, თუმცა კორეამ პენალტის გატანა ვერ შეძლო.

25-ე წუთზე კი პაბლო საბარიამ "სევილია" წინ მაინც გაიყვანა, ხოლო კორეამ 62-ე წუთზე შეაგდო და თავისი შეცდომაც გარკვეულწილად გამოისყიდა. 

"ლესტერმა" ერთი ბურთის გაქვითვა 73-ე წუთზე ჯეიმი ვარდის გოლით შეძლო, რითაც საპასუხო შეხვედრაში საქმე ერთიორად გაიმარტივა.

საპასუხო მატჩი, 14 მარტს, "კინგ პოუერ სთედიუმზე" გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები