ოფიციალურად: მატამ ''მან. იუნაიტედთან'' ახალი კონტრაქტი გააფორმა
Aa
Aa

ოფიციალურად: მატამ ''მან. იუნაიტედთან'' ახალი კონტრაქტი გააფორმა

2010 წლის მუნდიალის გამარჯვებულმა ხუან მატამ ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 33 წლის გამოცდილ ფეხბურთელს ''წითელ ეშმაკებთან'' კონტრაქტის ვადა გასულ თვეში ამოეწურა, რის შემდეგაც მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია ''წითელი ეშმაკების'' ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

2021-22 წლების სეზონი მატას მანჩესტერულ კარიერაში რიგით მეცხრე იქნება. ''ვალენსიას'' ექს-მოთამაშე 2014 წლის 24 იანვარს ლონდონის ''ჩელსიდან'' ''ოლდ ტრაფორდზე'' გადაბარგდა და მას შემდეგ კლუბის ერთგულია.

მატამ ''მან. იუნაიტედთან'' ერთად ინგლისის ასოციაციის თასი (2015-16), ინგლისის ლიგის თასი (2016-17) და ''ქომუნითი შილდი'' (2016) მოიგო, ევროპა ლიგის ფინალში კი ორჯერ დამარცხდა (2016-17, 2020-21).

''მან. იუნაიტედის'' რიგებში ესპანელის ანგარიშზე 273 მატჩში გატანილი 51 გოლია.

მატა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2009-16 წლებში ასპარეზობდა, 41 მატჩში 10 გოლი შეაგდო, 2010 წლის მუნდიალის გარდა ევრო 2012 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები