გიორგი ჩაკვეტაძე, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ქართველების გარეშე - უოტფორდი მიდლსბროსთან განადგურდა

ინგლისის ჩემპიონშიფის 45-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის „უოტფორდი“ სტუმრად „მიდლსბროსთან“ 1:5 განადგურდა.

ქართველ ლეგიონერებს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ორივე მათგანი თადარიგში იმყოფებოდა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „უოტფორდის“ დარჩენილი ორი ტური, სატურნირო თვალსაზრისით არაფერს ნიშნავს და ვერაფერს ცვლის. მასპინძლებს კი შინ ქულების აღება სჭირდებოდათ.

„მიდლსბრომ“ ორივე ტაიმი უკეთ ჩაატარა და შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. 79 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან და პრემიერ ლიგაში დასაბრუნებლად კარგ შანსებს ინარჩუნებენ.

ჩემპიონშიფის ბოლო ტურში „მიდლსბრო“ „ვრექსემს“ ესტუმრება, „უოტფორდი“ კი შინ უკვე პრემიერ ლიგაში აღზევებულ „ქოვენთრის“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები