ბასილაშვილი ოლიმპიადაზე საქართველოს ღირსებას დაიცავს
Aa
Aa

ბასილაშვილი ოლიმპიადაზე საქართველოს ღირსებას დაიცავს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს:

''ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზებს. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი უკვე მიიღო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ოფიციალურად დადასტურებული 22 ლიცენზირებული სპორტსმენი ჰყავს. მიმდინარე რეიტინგის და სპორტული შედეგების მიხედვით, ქართველ ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიგებს შემოუერთდებიან ძიუდოს, ტანვარჯიშის და კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობის წარმომადგენლები''.

შეგახსენებთ, ახლახანს ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში რუს ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდა და 3 სეტში დამარცხდა (6:1, 3:6, 6:3). აღნიშნულ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი დაშავდა და ცნობილია, რომ ამავე მიზეზით ქართველი გულშემატკივარი ბასილაშვილს დიდ ბრიტანეთში, ისტბორნის  ATP-ის ტურნირზე ვერ იხილავს. მიზეზი ტრავმაა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები