იუვენტუსი ლოკატელის უმიზნებს - იტალიელი ინგლისურ კლუბებსაც სურთ
Aa
Aa

იუვენტუსი ლოკატელის უმიზნებს - იტალიელი ინგლისურ კლუბებსაც სურთ

იტალიური გრანდი ტურინის ''იუვენტუსი'' მანუელ ლოკატელის ტრანსფერის თაობაზე ''სასუოლოსთან'' მოლაპარაკების დაწყებას გეგმავს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო Sky Sport-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

''იუვენტუსის'' ხელმძღვანელებს გააზრებული აქვთ ის ფაქტი, რომ ლოკატელის დამატება ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბებსაც სურთ. ასე რომ, ''იუვეს'' კონკურენციის გაწევა პრემიერ ლიგის გუნდებთან მოუწევს.

23 წლის ნახევარმცველი 2016-18 წლებში ''მილანის'' შემადგენლობაში ასპარეზობდა, შემდეგ კი ერთწლიანი იჯარით ''სასუოლოში'' გადავიდა, 2018 წლიდან კი ''სასუოლოს'' საკუთრებაა.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ჯგუფურ ეტაპზე ლოკატელიმ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და შვეიცარიასთან დუბლი შეასრულა, მესამე ტურში არ უთამაშია.

ლოკატელი იტალიის ეროვნულ ნაკრებში პირველად გასულ წელს რობერტო მანჩინიმ მიიწვია და მას შემდეგ ქვეყნის მთავარ ნაკრებში რეგულარულად იწვევს.

შეგახსენებთ, რომ „იუვესთვის“ მაღალი დონის რამდენიმე ფეხბურთელის დამატება მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. „ბიანკონერის“ კრიშტიანუ რონალდუს შენარჩუნება სურს და ეს უკანასკნელი გუნდში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ „ბებერი ქალბატონი“ შემადგენლობას გააძლიერებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები