ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა
Aa
Aa

ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 2 ადგილით დაწინაურდა და ამ მომენტისთვის 1985 ქულით 28-ე პოზიციაზე იმყოფება.

ბასილაშვილმა ამ მაჩვენებლით მისთვის წლის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ნიკამ ჰალეს 500-იან ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც რუს ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდა და 3 სეტში დამარცხდა. იქამდე კი ჰარისი, რინდერკნეხი და სიმონი დაამარცხა.

ბასილაშვილს ATP-ის რეიტინგში საუკეთესო შედეგი 2019 წელს ჰქონდა, როდესაც მსოფლიოს მე-16 ჩოგანი გახლდათ.

როგორც მოგეხსენებათ, მინდვრის საფარის სეზონი უკვე დაიწყო და 28 ივნისიდან 11 ივლისამდე უიმბლდონი გაიმართება, რომელზეც ქართველ ჩოგბურთელსაც ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო უიმბლდონი გასულ წელს ჩაიშალა. აღსანიშნავია, რომ ამჯერად დიდი სლემის გათამაშებას რაფაელ ნადალი გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები