ჟილ სიმონი დამარცხებულია - ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზე გავიდა
Aa
Aa

ჟილ სიმონი დამარცხებულია - ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზე გავიდა

საჩოგბურთო სამყაროში ბალახის სეზონის დრო დადგა. ჰალეს საკმაოდ პრესტიჟულ 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირში ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებს მონაწილეობას. პირველ წრეში საქართველოს პირველი ჩოგანი გამოცდილ ჟილ სიმონსს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 6:1 4:6 6:4 დაამარცხა.

შეხვედრა 2 საათზე მეტი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ნიკოლოზმა 2 ეისი შეასრულა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. 

პირველ სეტში ნიკოლოზი დომინირებდა და მეტოქის 2 ჩაწოდება აიღო. ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა. მეორე სეტში ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, თუმცა იმ დროს, როდესაც ანგარიში ფრანგი ჩოგბურთელის სასარგებლოდ 4:3 იყო, სიმონსმა ბრეიკი შეასრულა, 5:3 დააფიქსირა და სეტზე უპრობლემოდ ჩააწოდა.

მესამე და გადამწყვეტ ნაწილში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე კარგად თამაშობდნენ, თუმცა ბასილაშვილმა ჟილის გატეხვა მოახერხა და იმ დროს, როდესაც ანგარიში გეიმების მიხედვით ნიკოლოზის სასარგებლოდ 5:4 იყო, ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგის ჩაწოდება დააბრეიკა და მატჩი მოიგო.

ჩოგბურთელები ერთმანეთს მეხუთედ შეხვედნენ და საერთო ჯამში ანგარიში 3:2 გახდა სიმონის სასარგებლოდ.

მომედვნო წრეში ქართველი ჩოგბურთელი არტურ რინდერკნეხსა და იანიკ ჰანფმანს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ,რომ ჰალეს ტურნირზე ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო სადაც რუდოლფ მოლეკერსა (7:6 7:5) და იანიკ ჰანფმანს (7:3 6:4) აჯობა. ცნობისთვის, ამ მომენტისთვის კი ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 1645 ქულით 35-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები