მსოფლიო ლიგა -  საქართველოს ნაკრები გრანდებს დაუპირისპირდება
Aa
Aa

მსოფლიო ლიგა - საქართველოს ნაკრები გრანდებს დაუპირისპირდება

26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს უმასპინძლებს.

პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების გარდა მსოფლიო წყალბურთის გრანდები - აშშ-ის, იაპონიის, იტალიის, მონტენეგროს, საბერძნეთის, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები მიიღებენ. 

ჩვენი ნაკრები B ჯგუფში მოხვდა,სადაც იაპონია,მონტენეგროსა და აშშ-ს ნაკრებებს დაუპირისპირდება.

პირველ შეხვედრაში სერბი სპეციალისტის დეიან სტანოევიჩის შეგირდები იაპონიას შეხვდებიან.

ტურნირის გახსნით მატჩში კი მონტენეგრო ძალებს აშშ-სთან მოსინჯავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები