U20 | საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
Aa
Aa

U20 | საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა 20-წლამდე ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის მესამე შეხვედრა ტურნირის მასპინძელთან გამართა და 14:57 დამარცხდა.

გასაკვირი არ არის, რომ ტერიტორიულ უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში სამხრეთ აფრიკელები ფლობდნენ.

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქის ჩათვლის მოედანში ორჯერ შეძლეს შეღწევა. ლელოს ავტორები ლევან ეზიეშვილმა და ლუკა ტაბატაძე გახლავთ.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო სერიაში კიდევ ორი მატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო. ჩვენებურებმა ჯერ ფიჯი 29:23, ხოლო შემდეგ ჩილე 59:26 დაამარცხეს.

ამრიგად, ქართველმა მორაგბეებმა სამხრეთ აფრიკული ტურნირი ორი გამარჯვებითა და ერთი მარცხით დაასრულეს, რაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები