ტომას ტუხელი
Aa
Aa

ფეხბურთელებს ტუხელის აღარ ესმით - ნაკრებში სიტუაცია დაიძაბა

არგენტინელებთან განცდილი მარცხის მიუხედავად, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელებმა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ტომას ტუხელს ნდობა გამოუცხადეს და მისი გათავისუფლება გამორიცხეს. თუმცა, შესაძლოა ამ გადაწყვეტილების გადახედვა მოხდეს, რადგან როგორც ავტორიტეტული გამოცემა The Telegraph-ი იუწყება, „სამი ლომის“ ფეხბურთელთა უმეტესობა არგენტინელებთან მატჩში გერმანელი სპეციალისტის განხორციელებული შეცვლებით შოკირებულია და ტუხელის ხელმძღვანელობით ასპარეზობა აღარ სურთ.

როგორც ამბობენ, მოედანზე მყოფი ინგლისის ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესობა ტუხელისგან ისეთი სწრაფი შემტევების შემოყვანას მოელოდა, როგორებიც ბუკაიო საკა, ოლი უოტკინსი და ნონი მადუეკე არიან, თუმცა ამის ნაცვლად გერმანელმა სამი მცველის შეყვანით გადაწყვიტა არგენტინელებისთვის თამაშის ჩაკეტვა, რის გამოც სამაგალითოდ დაისაჯა.  უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ დეკლან რაისი არა მისი პოზიციის ფეხბურთელით, არამედ მცველით შეიცვალა და სწორედ ამიტომ, ენცო ფერნანდესმა გამთანაბრებელი გოლი ზუსტად იმ პოზიციიდან გაიტანა, რომელსაც როგორც წესი რაისი კეტავს ხოლმე.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის მასპინძელი დიდი ბრიტანეთი იქნება და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ მათ სამშობლოში გასამართ კონტინენტის პირველობას გუნდს სწორედ ტომას ტუხელი მოაგებინებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იამალის და პოროს მდგომარეობა - მარჯვენა ფლანგმა ვარჯიში გამოტოვა
იამალის და პოროს მდგომარეობა - მარჯვენა ფლანგმა ვარჯიში გამოტოვა