რაგბი U20 | საქართველო იტალიასთან დამარცხდა
რაგბის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში, ქუთაისის „აიას“ სტადიონზე იტალიას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ დიდი ანგარიშით 19:43 დამარცხდა.
უკვე მე-2 წუთზე სტუმრებმა ლელო დადეს, თავი ვილსონმა გამოიჩინა. ზუსტად 3 წუთში იტალიელებმა მეორე ლელოც დადეს და უპირატესობა სოლიდური გახდა.
საქართველომ მატჩში გარდატეხის შეტანა სცადა და მე-13 წუთზე თემურ ძოძუაშვილმა ერთი ლელო გაქვითა. გარდასახვა კი ზუსტად ხალვაშმა შეასრულა.
ამის შემდეგ, სტუმრებმა კიდევ 3 ლელო გაიტანეს და უპირატესობა განიმტკიცეს. პირველი ტაიმის მიწურულს, გაბრიელ რაზმაძემ თავი გამოიჩინა და საკუთარ ნაკრებს 5 ქულა შემატა, გარდასახვა ხალვაშმა კვლავ ზუსტად შეასრულა. იტალიამ პირველი ტაიმი 43:14 მოიგო.
მეორე ნახევარი ქართველმა მორაგბეებმა აქტიურად დაიწყეს და 63-ე წუთზე აღნიაშვილმა ლელო დადე. ხალვაშის გარდასახვა კი ამჯერად არაზუსტი აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში იტალიელებმა 1 ქულის აღებაც ვერ შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპი ორივე გუნდმა მესამე ადგილზე დაასრულა. საქართველო ა ჯგუფში თბილისში, „ავჭალაზე“ თამაშობდა და უელსს ერთი ქულით ჩამორჩა (24:25), მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან ვერაფერს გახდა (5:33), ურუგვაის კი ბონუსით (56:3) აჯობა.
ცნობისთვის, მე-11/მე-12 ადგილისთვის საქართველოს 20-წლამდე ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება.