ტაბატაძის ლელო | უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ
Aa
Aa

ტაბატაძის ლელო | უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა გამართა. უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 5:33 დამარცხდნენ.

შეხვედრის პირველი ქულები ქართველმა მორაგბეებმა აიღეს. მეხუთე წუთზე, კარგად გათამაშებული შეტევის შემდეგ სამხრეთ აფრიკას ლელო ლუკა ტაბატაძემ დაუდო. გარდასახვა ვერ გამოვიყენეთ და ანგარიში 5:0 დარჩა.

მიღებული ლელოს შემდეგ სამხრეთ აფრიკა გააქტიურდა და 28-ე და 34-ე წუთებზე სიფოსეთუ მნებელელემ ორი ლელო დადო, რომლებიდანაც ერთი გარდასახეს — 12:5. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე ლევან ეზეიშვილს წითელი ბარათი უჩვენეს და სამხრეთ აფრიკამ რიცხობრივი უპირატესობა მიიღო.

მეორე ნახევარში უმცროსმა „ქურციკებმა“ სამი ლელო დადეს, სამივე გარდასახეს და საბოლოოდ, 33:5 იმარჯვეს.

ცნობისთვის, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ორი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ბოლო შეხვედრას ურუგვაის წინააღმდეგ გამართავენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    პროვოკაცია და გაძევებული რიდი | საქართველო უკრაინასთან 19 ქულით დამარცხდა
    პროვოკაცია და გაძევებული რიდი | საქართველო უკრაინასთან 19 ქულით დამარცხდა